CYBERLAND / ვებსაიტების დამზადება
ვებსაიტი, რომელიც თქვენს ბიზნესს ემსახურება
ერთგვერდიანი საიტები, ბიზნესვებსაიტები და WooCommerce მაღაზიები.
აირჩიეთ პროექტის ტიპი
START
300 ₾-დან
ერთი გვერდი
მობილურზე მორგებული შაბლონი, საკონტაქტო ფორმა და საბაზისო ტექნიკური SEO.
შეთავაზების მოთხოვნაBUSINESS
650 ₾-დან
მრავალგვერდიანი ბიზნესსაიტი
მომსახურების გვერდები, საკონტაქტო ფორმა და WordPress-ის მართვის პანელი.
შეთავაზების მოთხოვნაE-COMMERCE
1,200 ₾-დან
WooCommerce ონლაინ მაღაზია
პროდუქტების კატალოგი, კალათა, შეკვეთის საბაზისო პროცესი და ტექნიკური SEO.
შეთავაზების მოთხოვნაSTART მოიცავს ერთ გვერდს. BUSINESS-ის გვერდების და E-COMMERCE-ის საწყისი პროდუქტების რაოდენობა შეთავაზებაში ჩაიწერება. შესწორებების რაუნდები შეთანხმდება სამუშაოს დაწყებამდე. დამატებითი გვერდები, ინდივიდუალური დიზაინი, რთული ინტეგრაციები, დომენი, ჰოსტინგი და ფასიანი ლიცენზიები ცალკე ფასდება.
პორტფოლიო

Elmax Elevator
ლიფტების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების კომპანიის ვებსაიტი, მომსახურებებისა და პროექტების განყოფილებებით.

Kingswood Borjomi
ბორჯომის კოტეჯების ვებსაიტი ოთახების, აქტივობებისა და დაჯავშნის მოთხოვნის ინფორმაციით.
როგორ ვმუშაობთ
გავიგებთ რა გჭირდებათ
ვათანხმებთ მიზანს, გვერდებს, ფუნქციებს, მასალებს და ვადას.
ვამზადებთ და გაჩვენებთ
ვაწყობთ საიტს, ვამოწმებთ მობილურზე და ვაგროვებთ უკუკავშირს.
გადმოგცემთ და გეხმარებით
გიხსნით მართვის პანელს და ჩაბარებიდან სამი თვის განმავლობაში გთავაზობთ შეთანხმებულ ტექნიკურ მხარდაჭერას.
ხშირად დასმული კითხვები
რა შედის სამთვიან მხარდაჭერაში?
შეთანხმებული ფუნქციების ტექნიკური ხარვეზების შემოწმება და საბაზისო კონსულტაცია. ახალი ფუნქციები, რედიზაინი და მესამე მხარის მომსახურება ცალკე განიხილება.
როგორ დგინდება საბოლოო ფასი?
შეთავაზება ეფუძნება გვერდების რაოდენობას, დიზაინს, ინტეგრაციებს და საჭირო კონტენტს. სამუშაოს დაწყებამდე ფასს და ფარგლებს წერილობით ვათანხმებთ.
შევძლებ საიტის განახლებას?
WordPress-ის მართვის პანელიდან შეძლებთ შეთანხმებული ტექსტების, გვერდებისა და მაღაზიის პროდუქტების მართვას.